გონიოს 91-ე საარჩევნო უბანზე ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა ენმ-ის წევრები ლევან ვარშალომიძე და მურმან დუმბაძე საარჩევნო უბანზე არ შეუშვა, რასაც ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ინციდენტში მონაწილე ადგილობრივები აცხადებენ, რომ ლევან ვარშალომიძეს და მურმან დუმბაძეს გონიოში საარჩევნო უბანზე მისვლის მორალური უფლება არ აქვთ.
„ლევან ვარშალომიძისა და მურმან დუმბაძის გამოჩენამ ხალხის გაღიზიანება გამოიწვია. გვახსოვს ნაცების სისხლიანი რეჟიმი და არ დავუშვებთ მათ დაბრუნებას ხელისუფლებაში. არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. სიტყვიერად მივმართეთ რომ წასულიყვნენ“, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავების რამდენიმე ეკიპაჟი.
უბანზე არჩევნები ჩვეულ რეჟიმში მომდინარეობს. ამ წუთებში ლევან ვარშალომიძე და მურმან დუმბაძე ადგილზე არ იმყოფებიან. ოპოზიცია მომხდარში მმართველ პარტიას ადანაშაულებს.
ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე
ავტორი: ნაირა ქობულაძე











