„ალიანს ცენტროპოლისის” კომპლექსის მშენებლობის მიმდებარე თერიტორიაზე, სადაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაუშვეს.
როგორც “ალტერნატივას” ხელმძღვანელი ხათუნა ბერიძე აცხადებს, ისინი პრემიერმინისტრისთვის მადლობის სათქმელად მოვიდნენ, თუ სიმართლეს შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია თორნიკე რიჟვაძის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.
“დღეს თორნიკე რიჟვაძეს დაბადების დღე აქვს. მივულოცოთ და ვუსურვოთ მალე გადადგეს. რა ქვეყანაა ის, სადაც პრემიერ-მინისტრი არის ბერას სათამაშო ტრიტრი ანტონი. ჩვენ ვაპროტესტებთ ზოგადად ამ ქვეყნის მმართველობას. მაგრამ აქ დავხვდით ღარიბაშვილს და მადლობა გვინდა ვუთხრათ, თუ მართლა აპირებს რიჟვაძის გადაყენებას, რადგან დაისვენებს აჭარა, ასევე ჭოროხი და აჭარისწყლის მიმდებარე ტერიტორია, ვინაიდან კალაძისა და რიჟვაძის ინტერესებია ინერტული მასალების მოპოვებასთან დაკავშირებით და ეს ერთი პრობლემა მაინც მოგვარდება”- განაცხადა ხათუნა ბერიძემ.
შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას თორნუკე რიჟვაძის შესაძლო გადადგომის შესახებ პრემიერმინისტრმა აბსურდული უწოდა. ეს ინფორმაცია ასევე არ დაადასტურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











