ბათუმში ჯავახიშვილის 78 ნომერშიე. ე.წ. „იაფი სახლის“ პროგრამით აშენებულ კორპუსებში მოქალაქეები თვითნებურად შეიჭრნენ.
როგორც ერთ-ერთი მათგანი „პრაიმტაიმნიუსთან“ აცხადებს, კორპუსის მშენებლობა დასრულებულია, სარემონტო სამუშაოებიც დიდი ხანია დასრულდა, მხოლოდ ავეჯი არ არის ბინებში, რადგან დროში გაიწელა ბინების გადაცემა და არ აქვთ საშუალება ქირით იცხოვრონ. სწორედ ამიტომ, გადაწყვიტეს რომ თვითნებურად შესახლებულიყვნენ.
შეგახსენებთ, ე.წ. „იაფი სახლის“ პროგრამით ბათუმის მერია შერჩეულ ბენეფიციარებს ბინებს საკუთრებაში სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადასცემს, სამომავლოდ გამოსყიდვის უფლებით. ქონების გამოსასყიდად კი 15 წლიანი პერიოდი მიეცემათ. ბენეფიციარები კი 3 ათასი განცხადებიდან შეარჩიეს.
შემთხვევის ადგილას მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექცია, რომლებიც მოქალაქეებს შენობის დატოვებას სთხოვენ. თვითნებურად შესახლებული 45-მდე ოჯახი კი უარს აცხადებს.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











