ბათუმში ე. წ. ხოფის ბაზრობის ტერიტორიაზე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ. ინციდენტის ამსახველ ვიდეოს „ლელო“ ავრცელებს.
როგორც „ლელოს” პრესსამსახურში „პრაიმტაიმნიუსს” უთხრეს, ინციდენტი ფლაერების დარიგების დროს მოხდა.
„გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ხვალ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ფლაერებს არიგებდნენ. რა დროსაც ორი პირი მიუახლოვდა მათ და ტერიტორიის დატოვება მოთხოვეს, თქვენ აქ არაფერი გესაქმებათო. მათ მხარი დაუჭირა იქ მყოფმა რამდენიმე ადამიანმა, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ერთ-ერთ ოპოზიციონერს სახეში ცხელი ყავა შეასხეს”- აცხადებენ „ლელოს” პრესსამსახურში.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. შს სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 126 მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











