ბათუმში კლინიკა ბაუ-ში თანამშრომლის კორონავირუსით ინფიცირების მეორე ფაქტი დადასტურდა.
როგორც კლინიკაში „პრაიმტაიმს“ უთხრეს, ინფიცირებული რეგისტრატურაში მუშაობდა და ის უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.
„კლინიკაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა. ინფიცირებული რეგისტრატურაში მუშაობდა. ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, რადგან დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. თანამშრომლის დაინფიცირების შემდეგ სხვა თანამშრომლები, ვინც მორიგე იყო იმ დღეს და კონტაქტში იმყოფებოდნენ, ყველა თვითიზოლაციაში გადავიდა. და ერთ-ერთ კონტაქტირებულს დაუდასტურდა Covid-19. ჩვენთან ყველა საჭირო ღონისძიება გატარდა, როგორც კი პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ყველა კონტაქტირებული პირი, როგორც გითხარით, თვითიზოლაციაში გადავიდა. ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ ჩვეულ რეჟიმში. კლინიკაში ყოველდღიურად მიზნობრივ ჯგუფებს PCR ტესტი უტარდებათ“, – აცხადებენ კლინიკის ადმინისტრაციაში.











