კლინიკა „ბაუში“ კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა. აჭარაში მედპერსონალის გარდაცვალების ეს უკვე მეშვიდე შემთხვევაა.
ბოლო 24 საათში აჭარის რეგიონში გამოჯანმრთელდა – 506 კოვიდინფიცირებული. საერთო ჯამში გამოჯანმრთელებულია 23 024 პაციენტი.
რაც შეეხება დანარჩენ სტატისტიკას: ახალი შემთხვევა – 339; კლინიკა დატოვა -127-მა პაციენტმა; კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება (მართვით სუნთქვიაზე) – 45 პაციენტი
კლინიკაში მკურნალობს – 982 პაციენტი; კოვიდ სასტუმროში – 1 646; ონლაინ კლინიკაში – 3 233
ავტორი: ნაირა ქობულაძე











