ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 30 კოვიდინფიცირებული არასრულწლოვანი არის მოთავსებული. როგორც კლინიკის დირექტორი ციური აბულაძე აცხადებს, ყველა არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„კლინიკაში ამ ეტაპზე ირიცხება 53 კოვიდდადასტურებული პაციენტი. მათგან 30 ბავშვია, მცირეწლოვანიც და არასრულწლოვანიც. ყველაზე პატარა 9 თვისაა. გვყავს 1,2 თვის, 2 წლის და ა.შ. ყველა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე არის დამაკმაყოფილებელი. ორს აღენიშნება პნევმონია, მაგრამ მსუბუქი ფორმით. უტარდებათ სტანდარტული მკურნალობა.
მძიმე პაციენტები არ გვყავს. დღეს გაეწერება ხუთი პაციენტი. დარეზერვებულია ორივე პალატა, ორი ოჯახი გადმოყავთ ამ წუთებში ბავშვებით. ერთი სამი ბავშვით და მეორე თუ არ ვცდები 2 ბავშვით.“- აცხადებს ციური აბულაძე.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











