ბათუმის სამშობიარო სახლში კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობა ერთით გაიზარდა. ამ ეტაპზე კლინიკაში 17 ფეხმძიმე პაციენტია მოთავსებული.
როგორც კლინიკის დირექტორი ნუგზარ პაპავა „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„ამ ეტაპზე გვყავს 17 კოვიდინფიცირებული პაციენტი. მათ შორის ორი არის 38 კვირის ფეხმძიმე. საკეისრო კვეთა არ იგეგმება, სავარაუდოდ ფიზიოლოგიურად იმშობიარებენ.
ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ძირითადად დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. პაციენტები თავს კარგად გრძნობენ. იმყოფებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ“, – განაცხადა ნუგზარ პაპავამ.
ავტორი: ნაირა ქობულაშვილი











