ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში ინასარიძის ქუჩაზე. მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმოფოში გადაიყვანა. მას სხეულის მრავლობითი დაზიანება აღენიშნება.
როგორც რეფერალურ საავადმყოფოში “პრაიმტაიმს” უთხრეს, პაციენტს კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები უტარდება და ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარს ვერ გააკეთებენ.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











