fbpx
30/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ბათუმში, მუნიციპალური ინსპექციიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა აქცია გამართეს

12:04 January 26, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
812
ნახვა

დღეს ბათუმში მუნიციპალური ინსპექციის შენობასთან სამსახურიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა აქცია გამართეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებს, ისინი პოლიტიკური ნიშნით არიან გათავისუფლებული, რადგან „თავისუფლების კვარტალში“ დაინახეს, სადაც გაერთიანებული ოპოზიცია აქციებს მართავს.

მათივე ინფორმაციით, სამსახურიდან 31 დეკემბერს გაათავისუფლეს და მხოლოდ დღეს გაიგეს ამის შესახებ. აქციით მონაწილეების თქმით, დღეს უნდა შეხვედროდნენ მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელობას, თუმცა მათთან შესახვედრად არავინ გამოსულა.

„ერთი თვის წინ დამაწერინეს განცხადება არჩილ კონცელიძის სახელზე, რომ გთხოვთ გამიგრძელოთ სამთვიანი ხელშეკრულება. დავწერე, ჩვეულებრივად დავტოვე ეს განცხადება და წავედი. გუშინ თანამშრომელი მირეკავს, დაგვირეკეს თათბირია და შენ არ მოდიხარო? დავეჭვდი, ჩემთვის არავის არ დაურეკავს. მივედი სამსახურში. მეუბნება ჩვენი კოორდინატორი, შენ გათავისუფლებული ხარ, ხელშეკრულება არ ჩამოვიდაო. საიდან უნდა ჩამოსულიყო, ვკითხე, აქ არის უფროსი და მე მის სახელზე დავწერე განცხადება. ჩამოვედი და ვეკითხები, რატომ გამათავუსუფლეთ-მეთქი. პანდემია არის და ხელფასებს ვერ ვარიგებთო. ხალხო გამაგებინეთ, ჩემი ხელფასი, 600 ლარი თუ ყოფნის ამ გაჭირვებას, შემოვივლებ თავზე. მარტოხელა ვარ, მაქვს საბანკო ვალდებულებები, ვზრდი წლინახევრის შვილიშვილს, რა გავაკეთო ვერ ვხვდები. პოლიტიკური ნიშნით გამათავისუფლეს, იმიტომ, რომ დამინახეს აქციაზე. ვიყავი უბნის უფროსი 50-ე უ საარჩევნო უბანზე, ლევან ვარშალომიძემ გაიმარჯვა იქ, რესან კონცელიძემ წააგო და ამაზე არიან გაბრაზებული. აბა მე პირნათლად ვასრულებ ჩემზე დაკისრებულ მოვალეობას. სამსახურში გამეფებულია ნეპოტიზმიც და ყველაფერი. ისეთი თანამშრომლებია, საერთოდ არ დადიან, არ მუშაობენ და ხელფასს ღებულობენ. მე წვიმაში, თოვლში გარეთ ვდგავარ და უმეტესობა ტყუილად ღებულობს ხელფასს“, – განაცხადა ერთ-ერთმა გათავისუფლებულმა ლელა ჩხაიძემ.

როგორც „პრაიმტაიმნიუსს“ განუცხადეს, თანამშრომლებს ხელშეკრულების ვადა ამოეწურათ.

 

 

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

თეგები: აქცია აჭარაშიაჭარა

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

აჭარაში უხვი ნალექის შედეგებს ამ დრომდე ებრძვიან

September 23, 2021
810
პოლიტიკა

“გირჩი – მეტი თავისუფლებამ“ აჭარაში მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატები წარადგინა

August 18, 2021
800
პოლიტიკა

აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

June 20, 2021
809

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია