ბათუმში აღმაშენებელის ქუჩის პირველ ნომერში მდებარე სილამაზის სალონი გაქურდეს. გავრცელებული ცნობით, წაღებულია თანხა.
ადგილზე ექსპერტ- კრიმინალისტები და სამართალდამცავები მუშაობენ. როგორც primetimenews-ს შსს-ში უთხრეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
ამ ეტაპზე დაკავებული არავინ არ არის. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











