ბათუმის მერვე საჯარო სკოლაში მოსწავლის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა. როგორც რესურსცენტრის უფროსი გოჩა დავითაძე აცხადებს, ოთხშაბათს დაუდასტურდა მოსწავლეს ვირუსი.
„ორშაბათს და სამშაბათს იყო ჩვეულებრივად სკოლაში. კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებოდა. ეს კლაში ჰიბრიდულ სწავლებაზეა და ცხრილით ოთხშაბათს სკოლაში არ მისულა. ამ დღეს დაუდასტურდა ტესტირების შედეგად. სხვა დეტალს ვერ გეტყვით“, – აცხადებს გოჩა დავითაძე.
ამ ეტაპზე არ არის ცნობილი რომელი კლასის მოსწავლეა ინფიცირებული, სავარაუდოდ მესამე საფეხურის.
ამ ეტაპზე აღნიშნული კლასი 12 დღით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











