არსებული ინფორმაციით ბათუმში წმინდა ნიკოლოზის ტაძარში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებულია ტაძრის წინამძღვარი და ეკლესიის რამდენიმე მსახური. ამ ეტაპზე ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში კომენტარი არ კეთდება.
როგორც „პრაიმტაიმნიუსს“ ეპარქიის პრესსამსახურში უთხრეს, კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება. ამ ეტაპზე ეკლესიის ჭიშკარი დაკეტილია. როდის აღდგება წირვა-ლოცვა, ჯერჯერობით უცნობია.
„ჩვენს ტაძარში გართულებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, შაბათს საღამოს ლოცვამდე წმ. ნიკოლოზის ტაძარი იქნება დაკეტილი. ჩატარდება დეზინფექცია“,- წერია ტაძრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











