„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტში სიტყვით პირველად გამოვიდა.
როგორც ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, კრიზისი განმუხტული არ არის.
„არანაირი კრიზისი განმუხტული არ არის. კრიზისი არის გარეთ. მთავარი კრიზისი არის ის, რომ ადამიანებს აღარ სჯერათ, რომ ამ ქვეყანაში ღირს დარჩენა. ყველა არის აქედან გაქცევაზე. იქამდე, სანამ ადამიანებს იმედი არ გაუჩნდებათ, რომ აქ იცხოვრონ და აქ ღირს ცხოვრება, მანამდე ეს კრიზისი დაძლეული არ იქნება“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, დღეს ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს, პარლამენტში მივიდნენ.











