fbpx
03/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

BBC-ი ლოქდაუნის პერიოდში ტელესკოლის რეჟიმზე გადადის

12:55 January 13, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
813
ნახვა

BBC TV სასკოლო ასაკის ბავშვებს ახლახან გამოცხადებული ლოქდაუნის პერიოდში სწავლაში დაეხმარება, რისთვისაც ტელესკოლის რეჟიმზე გადაიყვანს ჰოლდინგის შემდეგ არხებს: BBC Two და CBBC. იგივე მასალის განთავსება სატელევიზიო ჰოლდინგის ინტერნეტ პორტალზეც მოხდება  და ონლაინ რეჟიმში გადაიცემა.

გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით სკოლების უმეტესობა დაიხურა, რადგან მთავრობამ ახალი კორონავირუსის გავრცელებაზე კონტროლის დასამყარებლად გამკაცრებული ზომები დააწესა.

სატელევიზიო ჰოლდინგი BBC სასკოლო პროგრამის მიხედვით, გაკვეთილების ტრანსლირებას ორშაბათიდან დაიწყებს.

ეს გულისხმობს დაწყებითი კლასების სასწავლო პროგრამიდან ყოველ სამუშაო დღეს სამ საათიანი ტელესკოლის ჩასმას CBBC არხის ბადეში, ხოლო საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის მინიმუმ ორი საათის განმავლობაში იმუშავებს BBC Two არხი ტელესკოლის რეჟიმში.

გასული წლის გაზაფხულზე, პირველი ლოქდაუნის განმავლობაში გაკვეთილების ტრანსლირება ხდებოდა iPlayer პლატფორმით, red button და ონლაინ რეჟიმში, თუმცა ტრადიციულ სატელევიზიო არხებს ეს მოთხოვნა მაშინ არ ეხებოდათ.

ამჯერად ცვლილება გამოიწვია დაბალშემოსავლიანი ოჯახების წუხილმა, რომლებსაც მაღალფასიანი ინტერნეტ პაკეტების შეძენა არ შეუძლიათ და შვილებისთვის ონლაინ სწავლების რეჟიმს ვერ გასწვდებიან ფინანსურად.

პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი საზოგადოებრივი მაუწყებლის ინიციატივას აქებს და BBC-ის სატელევიზიო ჰოლდინგის გეგმას ბრწყინვალე წამოწყებად მიიჩნევს. ეს მან გუშინ განაცხადა, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ტიმ დეივი აცხადებს, რომ სხვაგვარად ვერც იქნებოდა, რადგან განათლება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ის იქვე დასძენს, რომ BBC-ი თავის როლს აუცილებლად შეასრულებს და უხარია, რომ სამიზნე აუდიტორიისთვის ტელესკოლის შეთავაზება ასე მალე შეძლო.

დაწყებითი კლასების პროგრამები, რომლებიც CBBC არხით ყოველ დილით 09:00 საათზე დაიწყება, მოიცავს BBC Live გაკვეთილებს, BBC Bitesize Daily, ასევე Our School, Celebrity Supply Teacher, Horrible Histories, Operation Ouch.

BBC Two არხი მოემსახურება საშუალო სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც ეროვნული გამოცდების სასწავლო პროგრამაზე იქნება დაფუძნებული და სხვა მრავალ საგანს შორის ტრანსლირებული იქნება შექსპირის პიესები, სამეცნიერო მასალა, ისტორიის ჩანახატები და ფაქტობრივი ცოდნა.

Bitesize Daily დაწყებითი და საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს red button პორტალზეც, ხოლო ცალკეული ეპიზოდები მოთხოვნის შემთხვევაში აიტვირთება iPlayer ფორმატში.

კულტურის მინისტრმა ოლივერ დოდენმა განაცხადა, რომ BBC-ი ერს გასული საუკუნის უმძიმეს მომენტებშიც დახმარებია.

„მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებელი ამჯერად ჩვენს შვილებს დაეხმარება. ყველანი სახლში ვიქნებით. ჩვენი ტელევიზია კი ჯანდაცვის სისტემას შეეხიდება და იმავდროულად ადამიანების სიცოცხლეს გაუფრთხილდება“, – განაცხადა მან და იქვე დასძინა „ ეს უდიდესი შვება იქნება მშობლებისთვის და მე სიხარულით მივესალმები იმ ფაქტს, რომ BBC-ი თავის წილ პასუხისმგებლობას კისრულობს ამ ეროვნულ საქმეში“.

თეგები: BBCტელესკოლა

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

BBC საქართველოში არჩევნების მეორე ტურს გამოეხმაურა

November 21, 2020
938
მსოფლიო

BBC-მ საერთაშორისო ინსტიტუტებს აზერბაიჯანელი სამხედროების წინააღმდეგ მიმართა

October 24, 2020
1.5k
მსოფლიო

თამარ მეფის შესახებ BBC- მ დოკუმენტური გადაცემა მოამზადა

September 20, 2020
1.7k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია