ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო ლიეტუვას ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის მცდელობაში ადანაშაულებს. ინფორმაციას belta ავრცელებს.
„23 აგვიტოს ბელარუსის სამხედრო საჰაერო და ანტისაჰაერო თავდაცვის ძალებმა ლიეტუვის რესპუბლიკის მხრიდან განხორციელებული პროვოკაცია აღკვეთეს.
კონკრეტული ტერიტორიიდან გაუშვეს ზონდი, რომელიც რვა საჰაერო ბურთისგან შედგებოდა და რომელზეც ანტისახელმწიფოებრივი სიმბოლოკა იყო აღბეჭდილი. „მი-24“ ტიპის ვერტმფრენების ეკიპაჟის ქმედებების შედეგად, საჰაერო ბურთების გადაადგილება, ცეცხლის გახსნის გარეშე აღიკვეთა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.











