ბელარუსის ოპოზიციის ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას განცხადებით, არჩევნების ხელახლა ჩატარების შემთხვევაში პრეზიდენტად კენჭს აღარ იყრის. ინფორმაციას tass-ი ავრცელებს.
კითხვაზე, აპირებდა თუ არა ის, ან მისი ქმარი, საპრეზიდენტო არჩევნებშის ხელახლა ჩატარების შემთხვევაში კენჭისყრას, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ უპასუხა : „ასეთი გეგმა არ მაქვს.“
შეგახსენებთ, რომ სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ბელარუსი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დატოვა და ლიეტუვას შეაფარა თავი.











