ბელარუსში სამართალდამცველებისა და აქციის მონაწილეების დაპირისპირების დროს ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადგილობრივი უწყების ინფორმაციით, შემთხვევა 10 აგვისტოს, 23:00 საათისთვის მოხდა.
„10 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე მინსკში მასობრივი არეულობების მსვლელობისას ბრბო ბარიკადებს აგებდა მოძრაობის ბლოკირების მიზნით. სპეცრაზმთან დაპირისპირებისას საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეეცადა, დაუდგენელი ასაფეთქებელი მოწყობილობა სამართალდამცველების მიმართულებით ესროლა. მას აღნიშნული ასაფეთქებელი მოწყობილობა ხელში აუფეთქდა, რის შედეგადაც სიცოცხლესთან შეუათავსებელი დაზიანებები მიიღო. ახლა შემთხვევის ადგილზე ოპერატიული ჯგუფი მუშაობს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ოფიციალური ინფორმაციით, ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ერთი ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა არსებობს არაოფიციალური ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დღევანდელი მსხვერპლი ბელარუსში მეორეა.
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციები საპრეზიდენტო არჩევნებს მოყვა, რომელშიც ალექსანდრ ლუკაშენკო იმაჯრვებს.











