ბელგია კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას 1-ლი მაისიდან დაიწყებს.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
ქვეყანაში 1-ლი მაისიდან გაიხსნება რესტორნები, ბარები, სპორტული დარბაზები და კინოთეატრები.
პანდემიის დაწყებიდან ბელგიაში კორონავირუსით 785,809 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 22,240.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 53,344 -ს შეადგენს.











