ბელგიამ არააუცილებელი მოგზაურობები 1 მარტამდე აკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ brusselstimes-ი ავრცელებს.
შეზღუდვა ძალაში 27 იანვრიდან შევა.
„ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში შედარებით დასტაბილურდა. ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით სტატისტიკა ჩვენთან უკეთესია. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საშიშროებამ ჩაიარა. ვხედავთ კორონავირუსის ახალ შტამებს, რომლებიც სწრაფად ვრცელდება. ამიტომ ზომების მიღება აუცილებელია“,- განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა.











