fbpx
15/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ბენ ჰოჯესი: ვიმედოვნებ, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია მხარს დაუჭერს, რომ საქართველო ნატოს წევრი მაპის გარეშე გახდეს

23:57 April 10, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
784
ნახვა

ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი, “კურიერისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად, დიდი პასუხისმგებლობა აკისრია.

ჰოჯესი იმედოვნებს, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია, მხარს დაუჭერს, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი, მაპის გარეშე. მისი აზრით, ეს ეტაპი უკვე გავლილია.

“საქართველო, რა თქმა უნდა, უკვე უნდა იყოს ნატოს წევრი. ეს წლების წინ უნდა მომხდარიყო. ვიმედოვნებ, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია, მხარს დაუჭერს, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი, მაპის გარეშე. ჩემი აზრით, ეს ეტაპი უკვე გავლილია.

საჭიროა, ფიქრი სტრატეგიაზე, რომელიც დაგვეხმარება დავაჩქაროთ საქართველოსა და უკრაინის შესვლა ნატოში. გულწრფელად რომ ვთქვათ, რამდენიმე ევროპული ქვეყნა ამის მომხრე ჯერ კიდევ არ არის. ამიტომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა იმუშაოს საკმაოდ ინტენსიურად მათ დასარწმუნებლად.

უკრაინასთან დაკავშირებით, ახლო მომავალში, ვისურვებდი, რომ აშშ-მ შესთავაზოს კიევს ნატოს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსი, რაც გაზრდის ინფორმაციის გაზიარების მოცულობას, აღჭურვილობას, ეს იქნება ძალიან კარგი ნაბიჯი ნატოს წევრობისკენ. ახლა რისი გაკეთებაც შეუძლია ოფიციალურ ვაშინგტონს, არის ის, რომ ხმამაღლა გაუსვას ხაზი საკითხს, რომ უკრაინის სუვერენტიტეტი აშშ-სთვის პრიორიტეტია. მეორე, მოძებნოს გზები ეკონომიკური, სამხედრო და დიპლომატიური მხარდაჭერისთვის. მესამე: გერმანიამ და საფრანგეთმა უფრო მეტი რამ უნდა გააკეთონ. კრემლს ახლა არ სჯერა, რომ ევროკავშირში ვინმე რამეს აკეთებს, და ამიტომაც არღვევს და უგულვებელყოფს ყველაფერს.

უკრაინასა და საქართველოს ბევრი საერთო ინტერესი აქვს, როგორც საერთო საშიში მეზობელი. მათ შეუძლიათ ერთად გააკეთონ ბევრი რამ: გააუმჯობესონ თანამშრომლობა, ერთმანეთის მხარდაჭერა, ყველა შესაძლო გზა ამ მიმართულებით, ჩემი აზრით, იქნება ძალიან კარგი. მნიშვნელოვანია ერთად მუშაობა დიპლომატიის, ეკონომიკისა და ინფორმაციის სფეროში. თუმცა, არ ვიცი, ნატოს წევრობისთვის ერთობლივი პაკეტი იქნება თუ არა საუკეთესო გზა, იმიტომ რომ მართალია გაქვთ მსგავსებები, მაგრამ ასევე გაქვთ განსხვავებული ვითარება.

ბაიდენის ადმინისტრაციას სჭირდება ჰქონდეს სტრატეგია რეგიონთან დაკავშირებით. საჭიროა დიპლომატიური ძალისხმევა, ასევე საჭიროა, ეკონომიკურ სფეროშიც კონკურენცია. ვაშინგტონმა საქართველოს უნდა შეხედოს, როგორც დერეფანს ევროპასა და აზიას შორის, ასევე უნდა მოახდინოს ინვესტირება საქართველოში ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, რათა ბიზნესებს მოუნდეთ იქ ჩასვლა და ინვესტიციის ჩადება. ჩემთვის ეს სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია, რაც არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკურ სტაბილურობას გააუმჯობესებს , არამედ რუმინეთის და ასევე უკრაინის. სამწუხაროდ, ეს ყველაზე ნაკლებად უნდა კრემლს. მოსკოვი ყოველთვის ცდილობს მსგავსი პროექტები გააჩეროს, მაგალითად როგორიცაა: პორტი ანაკლია თუ ტელეკომუნიკაციების ქსელი საქართველოს გავლით.

საქართველოს თავის მხრივ, დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, რომ გადაჭრას შიდა პოლიტიკური კრიზისი. ეს ქვეყნის პასუხისმგებლობაა. თქვენი ქვეყნის ყველა მეგობარს სურს, ნახოს საქართველო, რომელიც განაგრძობს საკუთარ გზას დემოკრატიისკენ. პოლიტიკურმა ლიდერებმა, ყველა მხარემ უნდა დაიბრუნოს მოსახლეობის ნდობა,” – აცხადებს ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი.

თეგები: ბენ ჰოჯესი

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

რუსეთი, საქართველოს თავდაცვა, NATO და ევროკავშირი – რაზე ისაუბრა ამერიკელმა გენერალმა “რუსთავი 2-თან” ექსკლუზიურ ინტერვიუში

July 24, 2021
785
მთავარი ამბავი

საქართველო NATO-ში ახლავე უნდა მიიწვიონ – ბენ ჰოჯესი

December 2, 2020
822
მსოფლიო

მსურს, აშშ-ს მიერ ინფრასტრუქტურის გაზრდა საქართველოში, განსაკუთრებით როტაციული ძალებისა და სტრატეგიული საჰაერო გადაზიდვების მხარდაჭერის კუთხით – ამერიკელი გენერალი

November 13, 2020
814

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია