“ამბობს, რომ თუკი მის ოჯახს შეურაცხყოფას მიაყენებენ და ამაზე შეურაცხმყოფელს პასუხს მოთხოვს, ეს არანორმალური არ მგონია”, – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” დეპუტატი დავით სერგეენკო ბერა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმაურება.
მისივე თქმით, აღნიშნულ ჩანაწერში არ ყოფილა გაჟღერებული, რომ შურს იძიებს ან რაიმე ძალადობრივს გააკეთებს.
“ყველა მათგანმა, ამ მონაწილეებმა გააკეთეს განცხადებები, რომ ეს [ჩანაწერები] არის 10-11 წლის წინანდელი ამბავი, სადაც მონაწილეობს 16 წლის მოზარდი და ადამიანები, რომლებიც მაშინ არ იყვნენ საჯარო მოხელეები…
რაც შეეხება იმას, რომ ესა თუ ის ადამიანი, იქნება ეს ბერა თუ ვინმე სხვა, ამბობს, რომ თუკი მის ოჯახს შეურაცხყოფას მიაყენებენ და ამაზე შეურაცხმყოფელს პასუხს მოთხოვს, ეს არანორმალური არ მგონია, ჩვეულებრივი ამბავი მგონია, იქ არ ყოფილა გაჟღერებული, რომ შურს იძიებს ან რაიმე სხვას გააკეთებს…”, – ამბობს დავით სერგეენკო.
“ტვ პირველის” ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის დასჯას უკვეთავს.
ბერა ივანიშვილი “იმედთან” ინტერვიუში ამბობს, რომ არასრულწლოვანთან საუბარი მშობლების თანდასწრებით მიმდინარეობდა და ეს მხოლოდ გინების გამო გაფრთხილება იყო.
მისივე თქმით, თუ ვინმე დედას შეაგინებს, დღესაც აუცილებლად მოთხოვს პასუხს.











