„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი დავით ბერძენიშვილი, facebook-ის პირად გვერდზე ვაშაძის ინიციატივას, გონივრულ და მნიშვნელოვან განცხადებად აფასებს.
„ესაა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება და ინიციატივა“ – დაწერა ბერძენიშვილმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ, ოპოზიციურ პარტიებს პროცესის მოლაპარაკების მაგიდასთან გადატანისკენ მოუწოდა.
ვაშაძის განცხადებას ოპოზიურ გაერთიანებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.
გრიგოლ ვაშაძის განცხადებას წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი, ნანუკა ჟორჟოლიანი facebook-ის საკუთარ გვერდზე.
ტელეწამყვანის თქმით, თუ ვაშაძის განცხადება სიმართლე აღმოჩნდება, მისთვის ამ ადამიანის პარტიის თავმჯდომარედ დარჩენა მიუღებელი იქნება.











