fbpx
17/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკას არ ტოვებს“ – „ოცნება“ საკადრო ცვლილებებს არ ადასტურებს

11:58 December 18, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.2k
ნახვა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკას მეორედ ტოვებს და მის ადგილს პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე იკავებს.

ქვეყანაში არსებული არასტაბილური პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარების ფონზე, შეესაბამება თუ არა სიმართლეს ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის საკითხი? – ამ კითხვით „პრატაიმმა“ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მიმართა.

როგორც მმართველი პარტიის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს და პარტიაში საკადრო ცვლილების განხორციელება იგეგმება.

„ამ ეტაპზე, არანაირი მსგავსი ტიპის ინფორმაცია არ არსებობს. ამ ეტაპზე, ასეთი მესიჯი არ არსებობს. ცოტა გინახავთ ისეთი ინფორმაცია, მათ შორის, ჩემზეც, სიმართლეს რომ არ შეესაბამება?! სამწუხაროდ, მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციებიდან მაქსიმუმ ერთი-ორი იყოს რეალობასთან ახლოს. სჯობს, იმ ინფორმაციებს მივხედოთ, რაც რეალურია“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ივანიშილის პოლიტიკიდან შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე. როგორც მან “პრაიმტაიმნიუსთან” საუბრისას განაცხადა, ივანიშვილი პოლიტიკას არ ტოვებს.

„ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკას არ ტოვებს. რაც შეეხება სხვა საკადრო გადაადგილებას, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსნებთ, გუშინ ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის და მის ადგილს პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაიკავებს.

 

თეგები: გურამ მაჭარაშვილივიქტორ ჯაფარიძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

სააკაშვილისთვის დღევანდელი სასამართლო სხდომაც პოლიტიკური ტრიბუნა იქნება – გურამ მაჭარაშვილი

December 2, 2021
776
პოლიტიკა

საკონსტიტუციო ცვლილებების დაინიცირების პასუხად ქუჩის რადიკალიზმი მივიღეთ – გურამ მაჭარაშვილი

December 1, 2021
1k
პოლიტიკა

უცხო ქვეყნის მოქალაქე სასჯელაღსრულების სისტემიდან უწევს ორგანიზებას პოლიტიკურ პროცესებს – გურამ მაჭარაშვილი

November 25, 2021
788

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია