,,პოლიტიკურ პარტიაში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ თითქოს და ბატონი ბიძინა ივანიშვილი პარტიიდან მიდის და ირაკლი კობახიძე ინიშნება პარტიის თავმჯდომარედ, რაღაც ყრილობა მზადდება, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, კახი კახიშვილმა განცხადა.
კითხვაზე, უნდა დარჩეს თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში, კახიშვილი პასუხობს – ,,რატომ არ უნდა დარჩეს ბატონი ბიძინა პოლიტიკაში? ბატონი ბიძინა არის პარტია ,,ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ის არის ამჟამად პარტიის თავმჯდომარე და თქვენ თუ ფიქრობთ, რომ ის პასიურია, მე რამდენადაც ვიცი პასიური არ არის იმიტომ, რომ ის მართავს პარტიულ შეხვედრებს და მას აქვს მუდმივი კომუნიკაცია პარტიის ხელმძღვანელ პირებთან“.











