ვირუსმა შეცვალა თავდასხმის მეთოდები, ჩვენ ვალდებული ვართ, შევცვალოთ თავდაცვის ღონისძიებები , – ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, სადაც კორონავირუსის ახალი შტამზე ისაუბრა, რომელიც საქართველოში რამდენიმე საათის წინ დადასტურდა.
ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, კორონავირუსის ახალ შტამს გადამდებადობა უფრო მარტივი აქვს.
„სექტემბერ-ოქტომბერში ბრიტანეთი აკვირდებოდა, როგორი გავრცელება ექნებოდა ვირუსის ამ ახალ ვარიანტს „B117“ ასე მოიხსენიებენ მას. დაახლოებით დეკემბრის დასაწყისში შემჩნიეს, რომ სექტემბრის დასაწყისში თითქმის მოსახლეობის 50%-ზე მეტ შემთხვევაში ეს ვარიანტი გახდა დომინანტური, რაც გადაითარგმნა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა ბორის ჯონსონმა კარგად აღნიშნა, ვირუსმა შეცვალა თავდასხმის მეთოდები, ჩვენ ვალდებული ვართ შევცვალოთ თავდაცვის ღონისძიებები“,-განაცხადა კულუმბეგოვმა.
ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინაციიდან გამომდინარე, მას მოლოდინი აქვს, რომ კორონავირუსის ახალი შტამი ქვეყანაში ძალიან დიდ ეპიდემიოლოგიურ დარტყმას არ გამოიწვევს.











