დღეში 1 400-1500 ინფიცირებული ეს არ არის ცოტა – სერიოზული დატვირთვაა სამედიცინო სექტორზე, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განცხადა.
ბიძინა კულუმბეგოვი მოუწოდებს ყველას გაიკეთონ კორონავირუსის საწინააღდეგო ვაქცინა.
„ყველა ერთმანეთს გვერდით უნდა დავუდგეთ. ვისაც შეგვიძლია და ამაზე ხელი მიგვიწვდება ვაქცინა უნდა გავიკეთოთ, ვისაც ჯერჯერობით ამის შესაძლებლობა არ აქვს ან სურვილი, პირბადე მაინც გაიკეთოს სწორად“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.











