ბილ გეიტსის საინვესტიციო ფონდი Cascade Investment-ი, სასტუმროების ქსელის – Four Seasons-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, საუდის არაბეთის პრინცის კომპანიამ, Kingdom Holding-მა, სასტუმროების ქსელის წილის ნახევრის მიყიდვის გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო.
შეთანხმება 2.21 მილიარდი დოლარად შედგა.
შედეგად Cascade Investment-ი სასტუმროების ქსელის 71.25%-იანი წილისა და საკონტროლო პაკეტის მფლობელი ხდება. თავად პრინცსა და მის კომპანიას, Kingdom Holding-ს კი 23.75%-იანი წილი რჩება.











