აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბილ კლინტონმა დონალდ ტრამპი კორონავირუსზე არაადეკვატური რეაგირებისთვის გააკრიტიკა. ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს.
„კოვიდმა გაცილებით დიდი დარტყმა მოგვაყენა იმიტომ, რომ ტრამპი ექსპერტების რჩევებს უგულებელყოფდა. ის მათი დახმარების ნაცვლად, მთელ დღეს სოციალურ ქსელში ატარებდა.
ასეთ დროს, ოვალური კაბინეტი სამეთაურო ცენტრი უნდა იყოს. ამის ნაცვლად, ის შტორმის ეპიცენტრია. იქ მხოლოდ ქაოსია“, – განაცხადა ბილ კლინტონმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.











