fbpx
18/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ბინაში, სადაც გაზი ჟონავდა, ბავშვები მარტო იყვნენ – თბილისში, ერთ-ერთი სადარბაზო აფეთქებას გადაურჩა

23:30 April 1, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1k
ნახვა

ისანში, ყვარლის ქუჩაზე, ბინაში სადაც გაზი ჟონავდა, ბავშვები მარტო იყვნენ. ყურადღებიანი მეზობლის წყალობით და სწრაფი რეაგირების სამსახურის ოპერატიული მოქმედებით, სახლში მარტო დატოვებული ბავშვებიც და მეზობლებიც უბედურებას გადაურჩნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, როგორც კი მეზობელმა სადარბაზოში გაზის სუნი იგრძნო, სწრაფი რეაგირების სამსახურის ნომერზე, 114-ზე დარეკა.

„ზარი ისნის რაიონიდან, ყვარლის ქუჩიდან შემოვიდა. სწრაფი რეაგირების სამსახური ადგილზე მალე მივიდა. შემოწმდა მთელი სადარბაზო. სპეციალურმა ლაზერულმა აპარატმა გაზის მაღალი კონცენტრაცია პირველ სართულზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში დააფიქსირა.

ბინაში მხოლოდ ბავშვები აღმოჩნდნენ. გაზქურის ონკანი კი ღია მდგომარეობაში იყო, საიდანაც გაზი ჟონავდა. შემოწმებისას ასევე აღმოჩნდა, რომ თავად გაზქურაც დაზიანებული იყო და გაზი ჩაკეტილ მდგომარეობაშიც ჟონავდა. გაზგაყვანილობა კი კუსტარულად იყო დამონტაჟებული. 114-ის თანამშრომლებმა თითქმის ყველა საშიში დარღვევა ნახეს, რაც ყველა შემთხვევაში აფეთქებას გამოიწვევდა.

ბინა განიავდა და გაზი გადაიკეტა. ბავშვების მშობლებიც მალევე გამოჩნდნენ. მათ გაზის უსაფრთხო მოხმარებაზე გაფრთხილება მიიღეს და ინსტრუქცია ჩაუტარდათ.

ყურადღებიან მეზობელს კი კომპანიის სახელით მადლობას ვუხდით მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის, რადგან დროულად არ დაერეკა „თბილისი ენერჯის“ სწრაფი რეაგირების ნომერზე, ყველაფერი ტრაგედიით დასრულდებოდა.

არ დატოვოთ უყურადღებოდ გაზის დანადგარები. ნუ რისკავთ საკუთარი ოჯახის წევრებისა და მეზობლების სიცოცხლით.

გაზის უსაფრთხო მოხმარებაზე პასუხისმგებელია აბონენტი. „თბილისი ენერჯი“ ნებისმიერ დროს უფასოდ ამოწმებს თქვენს სახლში გაზის ქსელის უსაფრთხოებას“, – ნათქვამია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770
სიახლე

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766
საზოგადოება

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია