fbpx
17/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ბიზნესი „კომენდანტის საათის“ დაწყების დროის 2 საათით გადაწევას ითხოვს – საგანგებო მიმართვა გახარიას

12:14 February 17, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1k
ნახვა

10 ბიზნესასოციაცია პრემიერს წერილით მიმართავს. ბიზნესის წარმოამდგენლები „კომენდანტის საათის“ ორი საათით გადაწევას და შაბათ-კვირას მუშაობის ნებართვას ითხოვენ.

ბიზნეს ასოციაციების ერთობლივი მიმართვა 7 პუნქტისგან შედგება. მოთხოვნებს შორისაა 22 თებერვლიდან მთის კურორტების გახსნა და სარესტორნო ბიზნესისთვის მუშაობის უფლების მიცემა დახურულ სივრცეებშიც.

„ბატონო გიორგი, მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე პანდემიის და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მნიშვნელოვანი პრობლემები შეიქმნა ქვეყნის ეკონომიკურ ყველა სექტორში. პანდემიის პირობებში, დღეს კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს ანტი-კრიზისული ეკონომიკური პაკეტის გაფართოება და ეკონომიკის კოლაფსის თავიდან არიდების მიზნით, ინტენსიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა კერძო სექტორთან. ძალზედ მნიშვნელოვანია ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის პროცესში, დარგობრივი სპეციფიკის გათვალისწინება და ბიზნესის უფრო აქტიური ჩართულობა შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ეპიდემილოგიური სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და ამის განმსაზღვრელი ძირითადი კრიტერიუმი ე. წ. „დადებითობის მაჩვენებელი“ ბოლო 14 დღის განმავლობაში 3%-ია. ამაში დიდი როლი ითამაშა მედიკოსების, ბიზნესის, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების და მოსახლეობის ერთობლივმა ძალისხმევამ. ქვეყნის მძიმე ეკონომიკურ-სოციალური კრიზისიდან გამოყვანის პროცესის აქსელერაციის მიზნით, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია შემდგომი თამამი ნაბიჯების გადადგმა დღეს, როცა ყოველ კვირას აქვს უდიდესი მნიშვნელობა ამუშავდეს ეკონომიკა და სამუშაო ადგილებს ეტაპობრივად დაუბრუნდეს 200 000-მდე ადამიანი, რომელიც დღეს შემოსავლის გარეშეა დარჩენილი. ამისთვის აუცილებლად მიგვაჩნია:

1. „კომენდანტის საათის“ დაწყების ვადის გადაწევა 2 საათით. კერძოდ, ნაცვლად 21:00 საათისა, აღნიშნული შეზღუდვა ძალაში შევიდეს 23:00-დან. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ზეწოლას საზოგადოებრივ ტრანსპორტზე პიკურ პერიოდში და ასევე, მისცემს საგრძნობ ეკონომიკურ შედეგს ბიზნეს სექტორს.

2. შაბათ-კვირას მუშაობის შეზღუდვის მოხსნა იმ ბიზნეს სექტორებისთვის, რომელთა მუშაობაც ნებადართულია სამუშაო დღეებში. ეს საკითხი განსაკუთრებით კრიტიკულია საცალო სავაჭრო სექტორისთვის, რომლის ბრუნვის 40% სწორედ დასვენების დღეებში გენერირდება.

3. კონკრეტული ანტიკრიზისული პაკეტების დამუშავება დარგობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით, რაც რეალურად მისცემს საშუალებას ცალკეული დარგებს, ოპერატიულად ამუშავდნენ. მაგალითად, საუბარია სავაჭრო ცენტრებისთვის შეღავათის მიცემაზე 2021 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლების კუთხით.

4. 22 თებერვლიდან სარესტორნო/კვების ბიზნესისთვის მუშაობის უფლების მიცემა დახურულ სივრცეებშიც, შესაბამისი მკაცრი რეგულაციის პირობებში, რაზეც დარგის წარმომადგენლებს შემუშავებული აქვთ კონკრეტული წინადადებები.

5. მთის კურორტების გახსნა 22 თებერვლიდან. მიუხედავად ფაქტიურად დასრულებული ზამთრის სეზონისა, სასტუმროებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ შეძლონ მინიმალური შემოსავლების გენერირება, სრული კოლაფსის და გაკოტრების თავიდან არიდების მიზნით.

6. საქართველოს ბიზნესომბუდსმენის არჩევა და დანიშვნა მოხდეს, ბიზნეს სექტორთან პირდაპირი კონსულტაციით და უშუალო მონაწილეობით. ამ მიმართულებით მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ შესაბამისი მოდელის დამუშავებაში, რაც ასევე გულისხმობს ომბუდსმენის აპარატის საქმიანობის დაფინანსებას ბიზნეს სექტორიდან.

7. მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ვაცხადებთ მზაობას, ჩავერთოთ საქართველოში ვაქცინის შემოტანის და სწრაფი ვაქცინაციის პროცესში შესაბამისი ბიზნეს კონტაქტების და ფინანსური რესურსის მოძიება-გამოყენებით.

მოგმართავთ თხოვნით, რომ ოპერატიულად შევხვდეთ პრემიერ-მინისტრის უშუალო მონაწილეობით ეპიდემიოლოგებს, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს და ექსპერტებს სამუშაო ფორმატში და განვიხილოთ ყველა ზემოთ ნახსენები საკითხი, რათა ერთად ვიპოვოთ შექმნილი კრიზისიდან ქვეყნის ეკონომიკის სწრაფად გამოყვანის გზები“ ,- აღნიშნულია მიმართვაში რომელითაც პრემიერ-მინისტრს „საქართველოს რესტორატორთა ასოციაცია”, „საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია“, „საქართველოს რითეილერთა ასოციაცია”, „საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაცია”, „საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირი”, „საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია“, „საქართველოს სავაჭრო ცენტრების ასოციაცია “, „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია”, „მთის კურორტების ბიზნეს ასოციაცია” და „საქართველოს სასტუმროების ფედერაცია“ ერთობლივად მიმართავენ“,- ნათქვამია გავრცელებულ მიმართვაში.

თეგები: ბიზნესსექტორი

დაკავშირებული სტატიები

ეკონომიკა

საზოგადოებამ ნახა, რომ პრემიერ-მინისტრი არის პრობიზნესური, ტაში, ტაში – ლაშა პაპაშვილი

March 31, 2021
1k
ეკონომიკა

ნათია თურნავა განმარტავს, რას ითვალისწინებს ეკონომიკის განვითარების გრძელვადიანი გეგმა

March 4, 2021
814
საზოგადოება

ჩემი პირადი პოზიციაა, რომ დაუმორჩილებლობის აქცია შაბათს აღარ იქნება – შოთა ბურჯანაძე

February 4, 2021
792

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია