გერმანიის ელჩის განცხადებამ ნათელი მოჰფინა რეალურად ყველაფერს, იმას თუ რა იყო მოლაპარაკების შინაარსი, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე აცხადებს.
„ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, თუ რაზე ვლაპარაკობდით მოლაპარაკებებზე, რა იყო მოლაპარაკებების შინაარსი და შესაბამისად, რა იყო ჩადებული იმ შეთანხმებაში, რომელიც 8 მარტს გაფორმდა.
გერმანიის ელჩმა კიდევ ერთხელ მოჰფინა ნათელი და ბუნებრივი, ლოგიკურია გიგა ბოკერიასა და სხვა „ნაციონალების“ გაღიზიანებული კომენტარები. ის, მისი მეუღლე და სხვა „ნაციონალები“ არიან უკიდურესად გაღიზიანებულები. ისინი გამოირჩეოდნენ შეურაცხმყოფელი განცხადებებით, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, ეს პოლიტიკური ძალა, „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი „ევროპული საქართველოთი“ და სხვა პარტიებით, არის ერთი დიდი ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა. როდესაც გიგა ბოკერია უზრდელობს გერმანიის ელჩთან მიმართებით, ეს არის პრობლემა გიგა ბოკერიასთვის”
შეგახსენებთ, გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა, განაცხადა: „გიორგი რურუა არ არის ნახსენები 8 მარტის შეთანხმებაში, ეს არის მკაფიო და ყველას შეუძლია ამის წაკითხვა“.











