“სალომე ზურაბიშვილის განცხადება არის დადასტურება იმ პრობლემის, რომელზეც „ევროპული საქართველო“, ამ შეთანხმების კონტექსტშიც, ვსაუბრობთ. პირდაპირი ვაჭრობის შემოთავაზებაა პოლიტიკური პატიმრებით”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ისაუბრა.
„ჩვენს პარტნიორებს რომ უფრო მყარი პოზიცია ჰქონოდათ, ახლა ვიქნებოდით მოლაპარაკებების სხვა ფაზაში. თუ ყველას უნდა მოაწეროს ხელი და მათ შორის ყველაზე დიდი ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“, რა თქმა უნდა, „ევროპული საქართველო“ მათ ხელს ვერ და არ შეუშლის. მაგრამ დავრჩებით ჩვენს პოზიციაზე, რომ ეს იყო შეცდომა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ “მთავარი არხის” დამფუძნებელს, გიორგი რურუას იმ შემთხვევაში შეიწყალებს, თუ ოპოზიცია პარლამენტში შევა და ევროკავშირისა და აშშ-ს წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა.










