საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2 455 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 58 ადამიანი, ხოლო 4 427 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 9 სექტემბრის მონაცემებით, 572 948 შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 531 764 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 8 035 პაციენტი ემსხვერპლა.











