ქვეყანაში სერიოზული შიდა გავრცელება გვაქვს და მათ შორის, არ არის დაცული სამედიცინო პერსონალი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 120 სამედიცინო პერსონალი დაინფიცირდა.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსი 4000-მდე მედიკოსს დაუდასტურდა.











