ბოლო 24 საათში საქართველოში 337 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამჟამად გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 9003-ს შეადგენს. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ გვერდზე უკვე განახლდა.
ამასთან, დღეს ინფიცირების 1351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ასევე გარდაიცვალა 14 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშ იმყოფება 6582 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 2895.











