კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 1 959 თბილისში ფიქსირდება. დღეს ქვეყანაში კორონავირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 5 068 შემთხვევა გამოვლინდა.
ამასთან, გამოჯანმრთელდა 2 336 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 38.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1974 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 6561.











