Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 4 445-მა ადამიანმა გაიკეთა.
სულ ქვეყანაში ვაქცინაცია 130 037-მა მოქალაქემ ჩაიტარა.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 341 894 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 324 426 ადამიანი, გარდაცვლილი კი 4 727 პაციენტი.











