„ბოლო ორი კვირის ინციდენტობით ანუ 100 ათას მოსახლეზე, ევროპის ქვეყნებს შორის შუაში ვართ“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ჯერჯერობით ყველაფერი მაინც მართვადია.
„მილიონ მოსახლეზე გადათვლით, ჯერჯერობთ ქვემო პოზიციაზე ვართ. ბოლო ორი კვირის ინციდენტობით ანუ 100 ათას მოსახლეზე, ევროპის ქვეყნებს შორის შუაში ვართ. ტესტირების მონაცემების მიხედვით, მილიონზე ჩვენ გვაქვს 213 ათასი PCR ტესტი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძე.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა გამოვლიდნა, დღეს გამოჯანმრთელდა 278 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 7.











