გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი თვითიზოლაციაშია. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამის მიზეზი ჯანდაცვის მდივან საჯიდ ჯავიდისთან კონტაქტია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.
პრემიერი დაგეგმილ შეხვედრებს დისტანციურად გამართავს. იზოლაციაში გადავა კანცლერი რიში სუნაკიც. აღსანიშნავია, რომ ბორის ჯონსონი „კოვიდ-19“-ით უკვე იყო ინფიცირებული და მან დაავადება მძიმედ გადაიტანა. ის რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაშიც კი იმყოფებოდა.











