fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ბორჯღალოსნებმა რუსები დაამარცხეს 

17:05 March 20, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
877
ნახვა

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები კალინინგრადში რუსეთის ნაკრებს შეხვდა და ზედიზედ მეოცედ, ისტორიაში კი ოცდამესამედ დაამარცხა.

ბორჯღალოსნებმა სათამაშო უპირატესობა საწყის წუთებშივე მოიპოვეს. ანგარიში მატჩის დებიუტშივე თედო აბჟანდაძემ გახსნა, რომელმაც საჯარიმო დარტყმა ზუსტად გამოიყენა. რამდენიმე წუთში მანვე კიდევ ერთი ჯარიმა შეასრულა ზუსტად და საქართველოს ნაკრები 0:6 დააწინაურა.

ზუსტად 15 წუთში კალინინგრადის სტადიონზე შეკრებილმა მაყურებელმა პირველი ლელო იხილა. 36-ე წუთზე ბორჯღალოსნებმა დერეფრიდან მოლი შეკრეს, გამოტანილი ბურთი კი კარგად გადმოშალეს მარჯვენა ფლანგისკენ და საბოლოოდ ეპიზოდი ლელოთი აკა ტაბუცაძემ დააგვირგვინა – 0:11. ტაიმის მიწურულს რუსები კარგად მოგვაწვნენ და ლელოს დადების რეალური შანსიც ჰქონდათ, თუმცა ბორჯღალოსნების გმირული დაცვის შედეგად მხოლოდ 3 ქულას დასჯერდნენ – 3:11.

ამ ეპიზოდის შემდეგ ერთი შეხედვით ტაიმი ამ ანგარიშით დამთავრდებოდა, რომ არა თედო აბჟანდაძის ინდივიდუალური ოსტატობა. პირველი ნახევრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე ბორჯღალოსნების ათიანი რუსების რამდენიმე მორაგბეს ბრწყინვალე რეიდით დაუსხლტდა და საქართველოს ნაკრების აქტივში მეორე ლელო ჩაწერა. საბოლოოდ ქართველმა მორაგბეებმა ტაიმი 3:16 მოიგეს. მეორე ნახევარი რუსების მცირე უპირატესობით დაიწყო და 49-ე წუთზე ჯარიმის დარტყმის შესაძლებლობაც მიიღეს, რომელიც ზუსტად გამოიყენეს – 6:16. 61-ე წუთზე „ბორჯღალოსნებმა“ მესამე ლედო დადეს. აუტიდან მოწოდებულ ბურთზე ისევ მოლი შეიკრა, რომელსაც მომენტალურად ჩვენი გუნდის უპირასტესობა მოჰყვა.

საბოლოოდ, მოლიდან გამოტანილი ბურთი ქართველმა მორაგბეებმა ისევ მარჯვენა გადაიტანზეს, რასაც ბაგრად ნინიაშვილის ლელო და აბჟანდაძის მიერ ზუსტად შესრულებული გარდასახვა მოჰყვა 6:23. აღნიშნული ეპიზოდი დღევანდელ შეხვედრაში საბოლოო აღმოჩნდა. დარჩენილ დროში ქართველ მორაგბეებს რამდენჯერმე ჰქონდათ კიდევ ერთი ლელოს დადების მცდელობა, მაგრამ საბოლოოდ ანგარიში აღარ შეცვლილა. ამრიგად, ბორჯღალოსნებმა რუსი დათვები ზედიზედ მეოცედ, ისტორიაში კი 23-ედ დაამარცხეს. ქართველი მორაგბეები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე დასკვნით შეხვედრას 28 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი 15:00 საათზე დაიწყება.

თეგები: რაგბი

დაკავშირებული სტატიები

სპორტი

ბორჯღალოსნებმა ესპანეთის ნაკრები მადრიდში დაამარცხა (ვიდეო)

March 14, 2021
829
მთავარი ამბავი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა

March 6, 2021
1.1k
საზოგადოება

ქართული რაგბი უკან-უკან მიდის, პროფესიონალიზმის ნაკლებობაა – ირაკლი აბუსერიძე

December 25, 2020
892

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია