ბრაზილიამ რუსული კოვიდვაქცინის, „სპუტნიკ V“-ის რეგისტრაციის განხილვა შეაჩერა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
ადგილობრივი რეგულატორის განმარტებით, რუსულ მხარეს „სპუტნიკ V“-ის შესახებ დოკუმენტაცია სრულყოფილად არ წარმოუდგენია.
„ვადის შეჩერების მიუხედავად, Anvisa აგრძელებს Uniao Quimica- ს მიერ წარმოდგენილი სხვა ინფორმაციის ანალიზს”, – ნათქვამია განცხადებაში.
საკითხის განხილვა მას შემდეგ განახლდება, რაც რუსეთი ბრაზილიის რეგულატორს საჭირო დოკუმენტაციას სრულად მიაწვდის.
ბრაზილიამ დაამტკიცა სხვა ვაქცინები. ამჟამად ქვეყანაში მოსახლეობის მინიმუმ 6%-ია აცრილი.











