ბრაზილიაში ერთ დღეში Covid-19-ის 42 725 შემთხვევა დადასტურდა.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ვირუსს გასული დღე-ღამის განმავლობაში 1185 ადამიანი ემსხვერპლა.
ბოლო მონაცემებით საერთო ჯამში, ბრაზილიაში გარდაცვლილია 53 830-ზე მეტი პაციენტი. ქვეყანაში ინფიცირებულთა ოდენობა 1 188 631-ს აღწევს.











