ბრაზილიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 34 918 შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა რაოდენობა 923 189-მდე გაიზარდა.
ბრაზილიის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში დაღუპულთა საერთო რიცხვმა 45 241-ს მიაღწია. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 441 729-მდე გაიზარდა.










