ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 39 436 შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 145 906-მდე გაიზარდა.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრაზილიაში სულ გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 1 145 906 შემთხვევა. მსხვერპლთა საერთო რიცხვი კი, 52 645-მდე გაიზარდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.











