ბრაზილია კვლავაც რჩება კორონავირუსით ერთ-ერთ ყველაზე მეტად დაინფიცირებულ ქვეყნად. გასული დღე-ღამის განმავლობაში ბრაზილიაში, კორონავირუსის 55 891 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 343 366-მდე გაიზარდა, – შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ამავე მონაცემების თანახმად, ბრაზილიააში კოვიდ 19-ს კიდევ 1 156 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა უკვე 85 238-ს მიაღწია.
ბოლო მონაცემებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით საერთო ჯამში COVID-19-ით დაინფიცირების 15 845 878 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათ შორის 9 597 763 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 640 993 ადამიანი კი გარდაიცვალა.











