ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში ბრაზილიაში კორონავირუსს 1 972 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კოვიდის 11 125 017 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 9 843 218-ს შეადგენს.











