ბრაზილიაში კორონავირუსის 45 403 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამჟამად ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 012 151-ს შეადგენს. ამის შესახებ BBC-ი წერს.
ამასთან, ბრაზილიაში კოვიდ 19-ს კიდევ 1 322 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რიცხვი 76 688-მდე გაიზარდა, თუმცა ითვლება, რომ ნამდვილი რაოდენობა უფრო მაღალია.
ცნობისათვის, როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით ბრაზილია მეორე ქვეყანაა მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ.











