„ბრძნული გადაწყვეტილება იქნებოდა, აია – სოფიასთვის არ მიენიჭებინათ მეჩეთის სტატუსი“, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.
„აია – სოფიას ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ ძალინ სამწუხარო ფაქტია. დღევანდელ ვითარებაში, როდესაც მსოფლიოში მრავალმხრივი დაძაბულობა არსებობს, მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის მშვიდი, მეგობრული ურთიერთობა ძალიან საშურია. ბრძნული გადაწყვეტილება იქნებოდა, აია – სოფიასთვის არ მიენიჭებინათ მეჩეთის სტატუსი“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
ცნობისთვის, აია – სოფიას ტაძარს მეჩეთის სტატუსი მიენიჭა.











