ბრიტანელი მეცნიერების განცხადებით, სკოლები კორონავირუსის გავრცელებაში დიდ როლს არ თამაშობენ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
ცნობისთვის, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, ქვეყანაში სკოლები 8 მარტამდე არ გაიხსნება.
შოტლანდიასა და უელსში დაწყებითი სკოლის მოსწავლეები საკლასო ოთახებში 22 თებერვალს დაბრუნდებიან.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 4,047,843 ადამიანი დაინფიცირდა. ვირუსს 117,396 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2,190,406-ს შეადგენს.











